About
Always Openსასტუმრო Glarros OldTown - ი, რომელიც მდებარეობას დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში, კალოუბანში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე, გამოირჩევა უნიკალური დიზაინის კონცეფციით, სადაც თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ძველი თბილისის არქიტექტურის ისტორიულ ხიბლს.
ლატუნის სპირალური კიბე და უწყვეტი მოზაიკა, რომლის თითოეული ელემენტი გამორჩეულია და ასახავს ძველი თბილისის ისტორიულ მემკვიდერობას, გულგრილს არავის ტოვებს. აღნიშნული დეტალების ერთობლიობა გამოხატავს იმ მთავარ ღირებულებებს, რომლებზეც დგას სასტუმრო Glarros OldTown – ის კონცეფცია.
სასტუმრო 2021 წლის პირველ კვარტალში ხაისნა და მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის დაცვით, რაც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.
Glarros OldTown - ში განთავსებულია 75 ექსკლუზიური დიზაინის ოთახის, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების ვიზუალები.
თითოეულ სართულზე სტუმრის ოთახებს, ინდივიდუალური ხასიათი აქვს, რასაც პროექტის დიზაინერების მიერ ფერების ოსტატურად შერწყმა განაპირობებს.
სასტუმროში ასევე განთავსებულია ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი „გასტრომანია“ სადაც სულ ახლახანს დაემატა მსოფლიოში განთქმული Josper Grill - ი და ხორცის დაძველების მაცივარი, რის შედეგადაც „გასტრომანიაში“ მოსულ სტუმრებს, საავტორო სტეიკებითა და თევზეულით განახლებული კიდევ უფრო მრავალფეროვანი მენიუ დახვდებათ.
„გასტრომანიის“ მიღმა, Glarros OldTown - ი ვიზიტორებს კონცეპტუალურ ღია კაფეს სთავაზობს. აქ მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ მენიუ, რომელიც სპეციალურად ამ სივრცისთვის შეიქმნა. მრავალფეროვან კოქტეილებთან ერთად, მენიუში წარმოდგენილია გასტრომანიის კონდიტერების მიერ ხელნაკეთი, ჰაეროვანი დესერტები. Glarros OldTown - ის ღია კაფე არის ადგილი, რომელიც თანაბრად მიმზიდველია, როგორც ბიზნეს შეხვედრებისთვის, ისე მეგობრული შეკრებებისთვის და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის.
სასტუმროში ასევე მოწყობილია შეხვედრების ოთახი, რომელიც სრულად აღჭურვილია ყველა იმ საჭირო თანამედროვე ტექნიკით, რაც აუცილებელია წარმატებული საქმიანი ტიპის ღონისძებების ჩასატარებლად. ასევე, გვხვდება ბიზნეს ცენტრის კუთხე, რომლით სარგებლობაც სასტუმროში დაბინავებულ სტუმრებს 24/7 - ზე შეუძლიათ.
Glarros OldTown - ის გახსნასა და მის მართვას ქართულ-შვეიცარული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality ახორციელებს.