Skip to content
Logo

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

აღწერა

ძალაში შევიდა: 29/12/2022

ბოლოს განახლებულია:  29/12/2022

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ადმინისტრაცია“ ან „ჩვენ“) მნიშვნელოვანია მომხმარებლების (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მომხმარებელი“ ან „თქვენ“) ინფორმაციის კონფიდენციალურობა და ამ ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და გაზიარების პროცესის გამჭვირვალობა.   

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაბამისობაშია პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებთან. მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და გაითვალისწინოთ, რომ ადმინისტრაცია თქვენს პირად ინფორმაციას იღებს შეზღუდულ ფარგლებში, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

ინფორმაციის შეგროვების ფარგლები

ადმინისტრაცია მომხმარებლების პირად ინფორმაციას მოითხოვს ან/და იღებს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • ვებგვერდის მეშვეობით ონლაინ კონსულტაციის მიღება;

  • ადგილების მოძიების/ნახვის მიზნით რუკის გამოყენება;

  • ვებგვერდის ხარვეზების გამო ან სხვა მიზნით ადმინისტრაციასთან დაკავშირება.

მესამე მხარისგან მიღებული ინფორმაცია

ადმინისტრაციამ ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ შესაძლოა მიიღოს მესამე მხარისგან, მათ შორის, დაკავშირებული კომპანიების, სოციალური მედიის პლატფორმების, საჯარო მონაცემთა ბაზებისა და სხვა პარტნიორებისგან. მიღებული ინფორმაცია შესაძლოა გაერთიანდეს უშუალოდ ადმინისტრაციისგან მიღებულ ინფორმაციასთან, მომხმარებლებისთვის უფრო პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდების მიზნით. 

მიღებული ინფორმაციის გამოყენება

ადმინისტრაციის მიერ შეგროვებულ ინფორმაციის გამოყენება, ნაწილობრივ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ინფორმაციასა და სერვისებს იღებენ მომხმარებლები ვებგვერდის მეშვეობით. 

მათ შორის, ადმინისტრაცია ინფორმაციას იყენებს:

გამოცდილების პერსონალიზებისა და სერვისების უზრუნველსაყოფად:  ჩვენ თქვენს შესახებ ინფორმაციას ვიყენებთ, გაუმჯობესებული კონტენტისა და სერვისის შემოთავაზების მიზნით. 

კვლევისა და განვითარებისთვის: ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს, რათა ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია  უფრო ამომწურავი, ინტეგრირებული და სასარგებლო გავხადოთ; ვაანალიზებთ მიღებული ინფორმაციას, ხშირად გამოყენებულ საძიებო ტერმინებს (მათ შორის, გამოხმაურებებს), რათა გავაუმჯობესოთ შემოთავაზებული ადგილების, სანახაობების, აქტივობების ჩამონათვალის სიზუსტე და შესაბამისობა თქვენს ინტერესებთან. 

კომუნიკაციისთვის: ჩვენ გთავაზობთ ონლაინ კონსულტაციას, რათა სწრაფად და ეფექტურად მიიღოთ საჭირო ინფორმაცია.

სერვისების მარკეტინგისთვის: ჩვენ  ინფორმაციას ვიყენებთ თქვენთვის საინტერესო რეკლამების, მათ შორის, ტურების შემოთავაზების მიზნით. 

მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის: ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას ვებგვერდის გამოყენებისას შემაფერხებელი ტექნიკური პრობლემების გადასაჭრელად. 

უსაფრთხოებისთვის: ჩვენ ინფორმაციას ვიყენებთ უსაფრთხოების პოტენციური ან რეალური რისკების თავიდან ასაცილებლად და რეაგირებისთვის, აგრეთვე, სხვა უკანონო ქმედებების პრევენციისთვის, მათ შორის ვებგვერდის გამოყენების პირობების დარღვევის ასარიდებლად.

ინფორმაციის გადაცემა მესამე მხარისთვის 

ადმინისტრაცია თქვენს პირად ინფორმაციას გამოიყენებს მხოლოდ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისთვის და არ გაუზიარებს მესამე მხარეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მესამე მხარე თქვენს პერსონალურ ინფორმაციას გამოიყენებს ამ პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისა და კონფიდენციალურობის დაცვით. 

მიღებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ადმინისტრაცია იყენებს კომერციულად მისაღებ საშუალებებს და იღებს სათანადო ზომებს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დასაცავად. თუმცა, საგულისხმოა, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გადაცემის ან ელექტრონული შენახვის მეთოდები 100% უსაფრთხო არ არის. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს ზიანზე, რომელიც შეიძლება განიცადოთ არაავტორიზებული წვდომის ან ცვლილების შედეგად. თქვენს მიერ გაცემული ნებისმიერი ინფორმაციის უსაფრთხოების რისკის, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ამ ვებგვერდის და ინტერნეტის გამოყენებასას, მატარებელი ხართ თქვენ.

კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება

ადმინისტრაციამ შეიძლება გაამჟღავნოს თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ ისეთი აუცილებლობის შემთხვევებში, როგორიცაა: 

  • საკანონმდებლო მოთხოვნა;

  • ადმინისტრაციის უფლებების ან/და საკუთრების დაცვა;

  • ვებგვერდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული არასათანადო ქმედებების აღკვეთა.

Cookies და მსგავსი ტექნოლოგიები 

Cookies არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც განთავსებულია თქვენს მოწყობილობაზე მონაცემების შესანახად და რომელთა გახსნაც შესაძლებელია ვებ სერვერის მიერ იმ დომენში, სადაც განთავსებულია Cookies. 

ვებგვერდი Cookies და მსგავს ტექნოლოგიებს იყენებს მომხმარებლების პრეფერენციებისა და პარამეტრების შესანახად, რათა უზრუნველყოს თქვენს ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამის განთავსება, გააანალიზოს ვებგვერდის ფუნქციონირება და განახორციელოს სხვა ლეგიტიმური მიზნები.

Cookies შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Cookies პოლიტიკაში.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

ადმინისტრაცია უფლებამოსილია საჭიროებისამებრ განაახლოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილება მომხმარებლებისთვის შეტყობინებულად ითვლება ამ გვერდზე ახალი ან/და შესწორებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამოქვეყნებით. ამგვარად, სასურველია პერიოდულად თვალყური ადევნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლებას.

კონტაქტი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]