ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ტურიზმის ინდუსტრიის და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობის ობიექტებსა და პირებს.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შედეგად, შესაძლებლობა გექნებათ ფართო აუდიტორიას გაუზიაროთ ინფორმაცია ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ და მოიზიდოთ მეტი ვიზიტორი. თქვენ გახდებით სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთიანი მონაცემთა ბაზის წევრი, რის შედეგადაც სისტემატურად მიიღებთ ინფორმაციას როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე, მიმდინარე პროექტებსა და აქტივობებზე.
რეგისტრაციისთვის გადადით აღნიშნულ ბმულზე: https://places.georgia.travel/platform შეავსეთ მოცემული ფორმა და დაადასტურეთ მონაცემების ვალიდობა ელ.ფოსტასა და მობილურ ნომერზე.
ტურისტი შეძლებს მოიპოვოს ღირებული ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით არსებული ტურიტული ობიექტების, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებისა და სხვადასხვა ტურისტული სერვისების შესახებ.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: (+995 32)2436999 ან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: [email protected].