ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა 2025 წლის გაზაფხულს, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისპირში.
სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს 7 სხვადასხვა კატეგორიის 56 ნომერს, 2 საკონფერენციო დარბაზს საერთო ჯამში 220 სტუმრის ტევადობით, რესტორანს, ღია და დახურულ ტერასებს, ღია აუზს და სასტუმროს რეკრეაციულ ტყე-პარკს. დამატებით, როგორც გარეთ, ასევე შიდა სივრცეებში, სტუმრებს ვთავაზობთ გასტრონომიულ მასტერკლასებს, ღვინის დეგუსტაციას და რთველში მონაწილეობას (სეზონის შესაბამისად).
უახლოეს მომავალში სასტუმროს დაემატება დახურული შიდა აუზი, სპა, საუნა, პადელის მოედანი და საბავშვო გასართობი სივრცე.