Skip to content
Logo

ამბასადორი გოდერძი

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ამბასადორი ჯგუფმა კურორტ გოდერძიზე ახალი სასტუმრო - „ამბასადორი გოდერძი“ გახსნა. სასტუმრო თანამედროვე დიზაინის და ევროპული სტანდარტების 122 ნომერს, სპას, აუზს, რესტორნებს, ბარებს, კლუბს, საბავშვო სივრცეს, სათხილამურო მაღაზიას და ყინულის მოედანს აერთიანებს. სასტუმროს სტუმრებს აქ ყველაფერი დახვდებათ დაუვიწყარი დასვენებისა და გართობისთვის: ულამაზესი ტერასა, ზღაპრული ხედები, თოვლით დაფარული მთები და რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის მომსახურება. სასტუმრო მდებარეობს კურორტის შუაგულში, საბაგიროს წინ და გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს. სასტუმროს ყველა ოთახს ინდივიდუალური აივანი აქვს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება თოვლით დაფარულ მთებსა და სასრიალო ტრასებზე. სასტუმროს მდებარეობა და ski-to-door access-ი თხილამურებით სრიალის მოყვარულებს კომფორტულ სრიალს ჰპირდება. აქვეა, Rossignol-ის, Scott-ის, Völk-ის და Dalbello-ს უმაღლესი ხარისხის სათხილამურო ინვენტარისა და აქსესუარების გაქირავების სერვისი. მაქსიმალური სიმაღლე სასრიალო პუნქტიდან არის 2365 მეტრი. იდეალური ადგილია გაუკვალავში სრიალის მოყვარულთათვის. სრიალი შესაძლებელია ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში და სოფლებშიც კი. სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე 8 კმ-ია. კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ის მიერ შექმნილი და დაპროექტებული ორი სახის საბაგირო, რომელთაგან ერთი 6-ადგილიანი ბაბლის ტიპისაა, მეორე კი 8-ადგილიანი გონდოლა. კურორტი მაღალმთიან აჭარაში 2027 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზამთარია და სასრიალო სეზონი აპრილის ბოლომდე გრძელდება. ის გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. გოდერძი თბილისიდან დაშორებულია 252 კმ-ით, ხოლო ბათუმიდან 109 კმ-ით. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვთოვლიანობით გამოირჩევა, რაც კურორტს მეტად მიმზიდველს ხდის. ტყეებით დაფარული მთები კი ფანტასტიკურ გარემოს ქმნის მთელი წლის განმავლობაში. ამბასადორი გოდერძი 4 სეზონის სასტუმროა, სადაც სტუმრებს წლის ნებისმიერ დროს დაუვიწყარი დასვენება გელით.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
122
ადგილების რაოდენობა
280
Option — ბარი
ბარი
Option — საცურაო აუზი
საცურაო აუზი
Option — საუნა
საუნა
Option — რესტორანი
რესტორანი
Option — კაფე
კაფე
Option — Pet friendly
Pet friendly
აჭარა
ხულოს მუნიციპალიტეტი, კურორტი გოდერძი