ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ამბასადორი ჯგუფის ისტორია საქართველოში 2004 წლიდან იწყება. 7 ნომრით დაწყებული სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი დღეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმროების ქსელს წარმოადგენს საქართველოში. თბილისის გულში, ქალაქის ძალიან ლამაზ ისტორიულ უბანში, ძველი თბილისის განსაცვიფრებელი ხედებით სასტუმრო ამბასადორი თბილისი ერთნაირად საყვარელ ადგილად იქცა როგორც ქართველი სტუმრებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის. Სასტუმრო თანდათან იზრდებოდა, მატულობდა ნომრების რაოდენობა, 2013 წელს კი მას ახალი შენობაც დაემატა, 84 ნომრით, რომლის ავეჯზეც იტალიელმა დიზაინერმა, ფრანჩესკო მოლონიმ იმუშავა. თითოეული მათგანი არის ინდივიდუალურად მოწყობილი და წარმოადგენს კლასიკური და თანამედროვე დიზაინის ელემენტების კომბინაციას.
ამბასადორი თბილისის ნომრებიდან იშლება შესანიშნავი ხედი მდინარე მტკვარზე, ძველი თბილისის ქუჩებსა და მთაწმინდაზე. ის გამოირჩევა არამარტო თავისი მომსახურეობის ხარისხითა არამედ თავისი მდებარეობით. მის ირგვლივ თავს იყრის ქალაქის თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა: მუზეუმები, თეატრები, გალერეები, სახელმწიფო დაწესებულებები, მაღაზიები. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, VI საუკუნის ანჩისხატის ეკლესიასა და მარიონეტების თეატრს შორის.
სასტუმროში არის საკონფერენციო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აუდიო-ვიდეო ტექნიკით და შექმნილია ყველა პირობა წარმატებული კონფერენციის ჩასატარებლად. რესტორანი A.T Kitchen რომელიც სასტუმროს პირველ სართულზეა განთავსებული, გამოირჩევა თავისი ტერასითა და უგემრიელესი სამზარეულოთი. სასტუმროს შენობაში ასევე დაგხვდებათ იტალიური მოზაიკით გაფორმებული სპა და აუზი, მამაკაცის ტანსაცმლის იტალიური ბრენდის “სტეფანო რიჩის” მაღაზია, ნიშ პარფიუმერიის მაღაზია - “არომატეკა” და სილამაზის სალონი.