ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7გვაქვს სუფთა ნატურალური ღვინო, გთავაზობთ ღვინის დეგუსტაციასა და მასტერკლასებს, თონეში პურის ცხობის, ჩურჩხელის ამოვლებისა და ხინკლის მოხვევის. გვაქვს 5 სახეობის ღვინო -რქაწითელი,რქაწითელი ქვევრის,კახური მწვანე, საფერავი მშრალი,წითელი ნახ.ტკბილი და გვაქვს ჭაჭა.
მარნის ეზოში გაშენებულია ხეხილი და ვენახი. გვაქვს ქართული სუფრის სივრცე ბუხრით, სადაც სტუმრებს შეეძლებათ მენიუს დაჯავშნა წინასწარ და ქართული სახასიათო კერძების დაგემოვნება სასიამოვნო გარემოში.
გიმასპინძლებთ თქვენს სტუმრებთან ერთად სუფთა ღვინითა და გულით, ჩვენგან ყველა ბედნიერი და კმაყოფილი მიდის,კახური სტუმართმასპინძლობით დატვირთული
სასიამოვნო ემოციებითა და კიდევ ერთი მხარის, კახეთის კულტურის შეცნობით კმაყოფილით