ობიექტის შესახებ
აჭარული ღვინის სახლი მდებარეობს აჭარისწყლის ულამაზეს ხეობაში, ხელვაჩაური - ქედის საავტომობილო გზაზე და წარმოადგენს ეთნოგრაფიული ტურისტულ კომპლექსს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისაგან წარმოებული ღვინო და ტრადიციული ქართული კერძები, მონაწილეობა მიიღონ ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში და ადგილზე გაეცნონ ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს.