Skip to content
Logo

ახალციხე ინნ

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ქალაქი ახალციხე, სამცხე-ჯავახეთისა და ისტორიული სამცხის ცენტრი. ,,ახალციხე ინნ’’ ქალაქის მთავარი სასტუმრო და მასპინძლობის ობიექტი. ,,ახალციხე ინნ’’- ის შექმნის ამბავი ისეთივე ლეგენდარულია, როგორც თავად ქალაქი. ვინაიდან, მთავარი ამბავი, სამცხე-ჯავახეთს, ძველ მესხურ ტრადიციებს, თამარ მეფის მიერ გაკვალულ ვარძიას, კულტურასა და გასტრონომიას წარმოაჩენს. სასტუმროდან 1 საათსა და 15 წუთში კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია მდებარეობს. მისი ლეგენდარულობაც სწორედ მეფე თამარს უკავშირდება, რომლის კვალსაც ყველა სასტუმროს დამსვენებელს შეუძლია გაჰყვეს და არა მარტო . 45 წუთის სავალზე უძველესი მწვანე მონასტერი და სულ რაღაც 10 კილომეტრში საფარას სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებისა და უცხოელი დამსვენებლების საყვარელი ადგილია. თავად ქალაქის ცენტრის მრავალფეროვნება სწორედ ემთხვევა სასტუმროს კონცეფციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მართლმადიდებლური ტაძარი და ოქროსფრად არეკლილი მეჩეთი ერთ სივრცეშია წარმოდგენილი, რომელიც ახალციხის იგივე რაბათის ციხის სახელითაა ცნობილი. ისტორიულად კი, რაბათის ციხე რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო. ბუნებრივია, ქალაქს განსხვავებულობის იერსახეს სწორედ ადგილობრივები უქმნიან, მათი მრავალფეროვნება, ერთმანეთისგან განსხვავებული მოცემულობა, ინდივიდუალიზმი ქმნის იმ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას, რაც ნამდვილი შეგრძნებებისთვისაა განკუთვნილი. მესხურ გასტრონომიული კულტურა კი, ცალკე თავგადასავალია, თითოეულ კერძის მომზადების პროცესს საკუთარი ამბავი და ისტორია დაჰყვება. ნამდვილი ჯავახური გემო, თათარბერაგთან და მესხურ ქადასთან ასოცირდება, თუმცა, ეს მხოლოდ მცირედია. ახალციხე ინნ მრავალფეროვნებით გამორჩეული სასტუმრო, დატოვე შენი კვალი და შექმენი შენი მრავალფეროვანი ისტორია მომავალი ამბების გასაზიარებლად.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
105
ადგილების რაოდენობა
220
Option — საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი
Option — ბარი
ბარი
Option — საცურაო აუზი
საცურაო აუზი
Option — საუნა
საუნა
Option — ფიტნეს ცენტრი
ფიტნეს ცენტრი
Option — რესტორანი
რესტორანი
Option — კაფე
კაფე
Option — Pet friendly
Pet friendly
სამცხე-ჯავახეთი
შოთა რუსთაველის 124, ახალციხე