ობიექტის შესახებ
ბაიას ღვინო მდებარეობს იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში.კომპანია 2015 წელს დაარსდა და ორიენტირებულია განაგრძოს მეღვინეობისა და მევენახეობის მეოთხე თაობის საოჯახო ტრადიცია. კომპანია ფლობს საკუთარ ვენახებს და სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობებს. ,, ბაიას ღვინო“ ტურისტულად საინტერესო ადგილია. აქ თქვენ იხილავთ ვენახებს,საოჯახო მარანს, სადაც მზადდება ღვინო, ნახავთ უმრავ ტრადიციულ ნივთს, რომელსაც მარანში ვიყენებთ. ,,ბაიას მარნის“ მცირე საოჯახო სასტუმროში შესაძლებელია 12 სტუმრის განთავსება.