ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ჩვენ უკვე მზად ვართ, ზომიერი იმერული კუდაბზიკობით 🙂, სიამოვნებით გიმასპინძლოთ, ოჯახური ღვინის დეგუსტაციის ტურებზე, დიდ ძველ ეზოში, ისტორიულ ადგილას, რომელიც ქართველმა მეფეებმა საუკუნეების წინ აირჩიეს სააგარაკედ.
ისტორია ასეთია: ავიღეთ 1870 წელს დაბადებული გონიერი და შეძლებული გლეხის მიხაკო ბოდოკიას დატოვებული 10 000 კვ.მ. ეზო და ას წელზე მეტი ხნის ქვევრები, დავუმატეთ ოჯახის შემდეგი თაობების გამოცდილება, იდეები და ცოდნა სხვადასხვა სფეროში, შედეგად, ვხსნით თავის დროზე, საკულტო ქართულ ფილმის "მოიტაცეს თამარ ქალი" კადრებში მოხვედრილი იმერული ეზოს ჭიშკარს, ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის. თქვენ, ჩვენს სტუმრებს, მოგეთხოვებათ მხოლოდ კარგი განწყობა და საქართველოს სიყვარული, ჩვენ, ჩვენის მხრივ, გპირდებით რომ დაგახვედრებთ გემრიელ, ხარისხიან ღვინოებს და გიწვევთ კომფორტულ სადეგუსტაციო სივრცეებში მათ დასაგემოვნებლად.