Skip to content
Logo

ბორჯომი ლიკანი

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ბორჯომი ლიკანი” ქალაქ ბორჯომში, სახელგანთქმული ბორჯომის მინერალური წყლების სამშობლოში, 40 ჰა-ზე გადაჭიმული წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს, ცნობილი მე-4 სამმართველოს სანატორიუმის ტერიტორიაზე. ჯერ კიდევ რომანოვების დროს შეირჩა ეს ადგილი საზაფხულო რეზიდენციად უნიკალური მიკროკლიმატის გამო. სტუმრები საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნიდან იკრიბებოდნენ სუფთა ჰაერზე დასასვენებლად და ბორჯომის სამკურნალო წყლით გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად. ბორჯომი ლიკანის სამედიცინო ცენტრი სტუმრებს მრავალფეროვან, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო პროცედურებს სთავაზობს, რომლებიც ბორჯომის უნიკალური წყლების სამკურნალო თვისებებს ეფუძნება. ჩვენი პროფესიონალი ექიმები გამაჯანსაღებელი პროგრამას თითოეული სტუმრისათვის ინდივიდუალურად ადგენენ. ბორჯომი ლიკანის სპა ცენტრი კი სტუმრების საყვარელი ადგილია, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრადიციული თურქული ჰამამით, 3 ტიპის საუნის ოთახით, საცურაო აუზით, ფიტნეს-დარბაზითა და სპა ოთახებით, სადაც უნიკალური, გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები ტარდება. 166 კვ.მ დარბაზითა და 3 სრულად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზების საშუალებით, ბორჯომი ლიკანს შეუძლია 200 პირზე გათვლილ კორპორატიულ ღონისძიებასა თუ ქორწილს უმასპინძლოს. ღონისძიებების დაგეგმვა, ასევე შესაძლებელია სასტუმროს ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ. სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს საბავშვო კლუბი პატარა სტუმრების გართობის უზრუნველსაყოფად. ბორჯომი ლიკანი სტუმრებს ასევე სთავაზობს მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს: ცხენზე ჯირითი, ველოსიპედები, ელ.სკუტერები, მშვილდოსნობა, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ჯომარდობა, სალაშქრო ტურები და ექსკურსიები. გარდა ამისა ბორჯომი ლიკანში ადგილობრივი და საერთაშორისო სამზარეულო იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ჩვენი კერძები განსაკუთრებულ კულინარიულ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
151
ადგილების რაოდენობა
450
Option — საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი
Option — ბარი
ბარი
Option — საცურაო აუზი
საცურაო აუზი
Option — საუნა
საუნა
Option — ფიტნეს ცენტრი
ფიტნეს ცენტრი
Option — რესტორანი
რესტორანი
Option — Pet friendly
Pet friendly
სამცხე-ჯავახეთი
მესხეთის ქუჩა 16