Skip to content
Logo

გიორგი ტატულაშვილის კერამიკა

რეწვა

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

გიორგი ტატულაშვილი კერამიკოსი და გორის ტრადიციული მოჭიქული კერამიკის მრავალწლოვანი ოჯახური ტრადიციის გამგრძელებელია. კერამიკის შექმნის ცოდნა და სიყვარული მან ოჯახიდან მიიღო — ტატულაშვილების გვარში ეს ხელობა თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მისი ნამუშევრები აერთიანებს ტრადიციულ ტექნიკას, ქართულ ორნამენტებს, ისტორიულ ფორმებსა და თანამედროვე მხატვრულ ხედვას. გიორგი ტატულაშვილის სახელოსნო-მუზეუმი ქალაქ გორში, ტატულაშვილების ისტორიულ ოჯახურ სივრცეში მდებარეობს. იგი ერთდროულად მოქმედი სახელოსნო, საგამოფენო სივრცე და კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული კერაა. სახელოსნოში დაცულია ოჯახური კერამიკის ნიმუშები და ისტორიული სამუშაო ინვენტარი, მათ შორის XIX საუკუნის ტრადიციული ღუმელი. სახელოსნოში იქმნება სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნივთები: დოქები, თასები, ღვინისა და მაწვნის ჭურჭელი, დეკორატიული ნამუშევრები და ტრადიციული ქართული მოტივებით გაფორმებული ხელნაკეთი პროდუქცია. თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალურად, ხელით მზადდება. სახელოსნო ღიაა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ გორის კერამიკის ისტორიას, დაათვალიერონ შექმნის პროცესი, შეიძინონ ნამუშევრები და მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ მასტერკლასებში. გიორგი ტატულაშვილის საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული კერამიკის ტრადიციების დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

შეთავაზებები

Option — ჯავშნით
ჯავშნით
Option — სველი წერტილი
სველი წერტილი
Option — კომუნიკაცია: ინგლისური
კომუნიკაცია: ინგლისური
Option — კომუნიკაცია: რუსული
კომუნიკაცია: რუსული
Option — კომუნიკაცია: ქართული
კომუნიკაცია: ქართული
Option — სუვენირების შეძენა
სუვენირების შეძენა
Option — შესაფერისი 8-17 წლის ბავშვებისთვის
შესაფერისი 8-17 წლის ბავშვებისთვის
Option — შესაფერისი 3-7 წლის ბავშვებისთვის
შესაფერისი 3-7 წლის ბავშვებისთვის
Option — ცხოველები დაიშვება
ცხოველები დაიშვება
Option — გადახდა: ნაღდი ფული
გადახდა: ნაღდი ფული
შიდა ქართლი
გორი,#10 ე.ნინოშვილის , ქ.გორი