ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7“გუდაური ჰილს რეზიდენსი”მდებარეობს ულამაზეს გუდაურში, მისი მდებარეობა არის უშუალოდ პირველ საბაგიროსთან სიახლოვეს, 50მეტრში სასრიალო ტრასასთან, “სქი ინ სქი აუთ”ფუნქციით.“გუდაური ჰილს რეზიდენს”-ის მშენებლობა 2021 წელს დასრულდა და იმავე წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა.
ჩვენ გთავაზობთ 51 ნომერს, რომლებიც შედგება 7 ტიპის კატეგორიის აპარტამენტისაგან, ორი ტიპის რესტორანს, ქართული და ევროპული კერძებით. 8მX4მ ზომის აუზი, მრავალი ჰიდრომასაჟორის ფუნქციით, სველი და მშრალი საუნით. ასევე გვაქვს მოსასვენებელი ოთახი, აქ შეგიძლიათ განიტვირთოთ და გაერთოთ სხვადასხა სამაგიდო თამაშებით.
სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია “სქი დეპო” სადაც გაქვთ შესაძლებლობა შეინახოთ სათხილამურო აღჭურვილობა.
სასტუმროს ტერიტორიაზე თქვენი სტუმრობის პერიოდში შეგიძლიათ ისარგებლოთ ღია უფასო ავტოსადგომით.
აქვე განთავსებულია მანქანის ელექტრო დამტენი.