ობიექტის შესახებ
ელენესთან მცირე საოჯახო ტიპის რესტორანია, მოყვარული მზარეული მასპინძლით, რომელიც გულანთებული ელოდება ყოველ სტუმარს, რათ აზიაროს ნამდვილ ქართულ გასტრონომიას და გააცნოს ქართული კულტურა მის სტუმრებს. "ელენესთან" თქვენ შეგხვდებათ როგორც ქართული სტრადიციული კერძები მოდერნიზებული ფორმით, ასევე შეფისა და დამფუძნებლის საავტორო კერძებიც, რაც ასევე ქართულ სულსა და გემოს მატარებელია. გარდა საკვებისა უნდა აღინიშნოს ღვინო, რომელიც უმეტესწილად მცირე მარნებიდან მოდის და ავთენტური ქართული გემოს მატარებელია, ამას გარდა ნიშური, უნიკალურ გემოებს შეხვდებით. ქართული ლუდი, ჭაჭა და არაყიც საინტერესო გამოცდილებისთვის და გემრიელ სადილსა თუ ვახშამზე დასაყოლებლად იდეალური გადაწყვეტილებაა. რესტორანი ქალაქის შუაგულში, ტურისტულ ცენტრში, სოლოლაკში მდებარეობს და უნივერსალური ლოკაციაა როგორც უცხოელი დამსვენებლებისთვის, ასევე ქართველი, ადგილობრივი სტუმრებისთვისა. "ელენესთან" პარასკეობით და შაბათობით მუსიკალურ საღამოებსაც შეხვდებით იქნება ეს ქართული ტრადიციული ქალაქური სიმღერები თუ 80,90,2000-იანების ნოსტალგიური უცხოური ჰანგები, რომელიც კიდევ უფრო სასიამოვნოა ალკოჰოლთან ერთად. მაშინ, როცა კარგი, მზიანი ამინდია რესტორნის გარე სივრცეც იდეალური ადგილია მოსასვენებლად და გემრიელი დროის გასატარებლად. გელოდებით!