ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ჩვენი კომპანია სპეციალიზებულია საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ორგანიზებასა და განხორციელებაში როგორც ინდივიდუალური მოგზაურებისთვის, ასევე ტურისტული ჯგუფების, კორპორატიული კლიენტებისა და სპეციალიზებული ტურისტული პროექტებისთვის.
კომპანიის ძირითადი საქმიანობის მიმართულებებია:
• კულტურულ-შემეცნებითი, ისტორიული, გასტრონომიული, ღვინის, გამაჯანსაღებელი, სათავგადასავლო და ექსკურსიული ტურების დაგეგმვა და ორგანიზება საქართველოს მასშტაბით;
• ინდივიდუალური და ჯგუფური ტურისტული პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
• სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების დაჯავშნა;
• ტრანსფერების, სატრანსპორტო მომსახურებისა და აეროპორტში სტუმრების დახვედრის ორგანიზება;
• პროფესიონალი გიდებისა და თანმხლები პირების მომსახურების უზრუნველყოფა სხვადასხვა ენაზე;
• საქმიანი ტურიზმის, კორპორატიული ღონისძიებების, კონფერენციების, ინსენტივ-პროგრამებისა და სპეციალური ღონისძიებების ორგანიზება;
• მომხმარებლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული ინდივიდუალური მარშრუტებისა და ტურისტული პროგრამების შექმნა;
• საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ეროვნული ტრადიციების, მეღვინეობის, გასტრონომიისა და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია;
• უცხოელი ტურისტების მიღებისა და მომსახურების სრული ციკლის უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე.
კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის ტურისტული მომსახურების მიწოდება, უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობის პირობების შექმნა, ასევე საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე.