ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7"ვახო ოქრუაშვილის მარანი" არის მცირე საოჯახო ტურისტული მარანი,რომელიც მდებარეობს სოფელ ველისციხეში. ჩვენთან მოსულ სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციას,ასევე პირდაპირ ქვევრიდან დააგემოვნონ ღვინო. გაეცნონ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს.მიიღონ რთვლის,ჩურჩხლის,ხინკლის,ხაჭაპურის მასტერკლასებში მონაწილეობა.