Skip to content
Logo

ვიუს ჯორჯია ტურები

შემომყვანი

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

Views Georgia Tours – ჩვენი კომპანიის მიზანია საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს შევაყვაროთ ჩვენი კულტურა, ისტორია და გასტრონომია. ჩვენ გვაქვს ინგლისურენოვანი და ესპანურენოვანი მიმართულებები. ტურისტებს ვათვალიერებინებთ როგორც დედაქალაქ - თბილისს, ასევე საქართველოს კუთხეებს. ჩვენს სტუმრებს ვაჩვენებთ როგორც პოპულარულ, ისე ნაკლებად ცნობილ ადგილებს, სადაც შეიგრძნობენ საქართველოს ნამდვილ სულს – მთებს, სოფლების ატმოსფეროს, ისტორიასა და სტუმართმოყვარეობას. განსაკუთრებით დაინტერესებულები ვართ ღვინის მარნებითა და ადგილობრივი რესტორნებით. ჩვენს სტუმრებს ვასინჯებთ ქართულად დაყენებულ ღვინოს, ვუზიარებთ ტრადიციებს, ვუყვებით მეღვინეობის ისტორიას და ვაცნობთ ქართულ კულინარიას — ისე, როგორც მას თავად ადგილობრივები აფასებენ. თუ თქვენ გაქვთ მარანი, რესტორანი ან სხვა საინტერესო ლოკაცია და გსურთ, რომ უმასპინძლოთ უცხოელ სტუმრებს — სიამოვნებით ვითანამშრომლებთ.
თბილისი
იური გაგარინის #6ა