Skip to content
Logo

თელავის ღვინის მარანი

ღვინის მარანი, ღვინის მაღაზია, ღვინის საწარმო

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

თელავის ღვინის მარანი 1915 წელს დაფუძნდა და უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ჩვენს მარანში ისტორია და ინოვაცია ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ვინარჩუნებთ რა კახეთის მეღვინეობის ტრადიციებისადმი ერთგულებას, ფეხს ვუწყობთ თანამედროვეობას და ჩვენს ისტორიულ გამოცდილებასთან მეღვინეობის უახლესი მეთოდების ადაპტაციით ვქმნით ღვინოებს, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებს ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე მომხმარებელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თელავის ღვინის მარანის ღვინოებში განსხეულებულია ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ინდივიდუალობა, მრავალსახეობა და ჩვენი მისწრაფება - საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავლფეროვნების, კლიმატური პირობებისა და ნიადაგების გამორჩეული თანაფარდობა. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მარანის ღვინოები ყოველწლიურად ფასდება ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსებზე, როგორიცაა International Wine Challenge, International Wine and Spirits Competition, Decanter World Wine Award და Mundus Vini, სადაც ჩვენს ღვინოებს მრავალი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო აქვთ დამსახურებული.

შეთავაზებები

Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
კახეთი
კურდღელაური,კურდღელაური