Skip to content
Logo

თელიანი ველი

ღვინის მარანი, ღვინის საწარმო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
1997 წელს ორმა მეღვინემ ნამდვილი ქართული ტრადიციული ღვინის წარმოება საქართველოს მეღვინეობის გულში - კახეთში დაიწყო. 700 ჰექტარზე გაშენებული ვენახების განსაკუთრებული ადგილმდებარეობა, ნიადაგი და კლიმატი გამორჩეულ ღვინოების დაყენებისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის. თელიანი ველი წარმატებული და შთამაგონებელი მეღვინეობა, ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით ქართული ღვინის, მიწისა და ტრადიციების სადარაჯოზე დგას. ჩვენი მთავარი მიზანი ქართული ღვინისა და მეღვინეობის ხელშეწყობაა, რაც დარგის უნიჭიერესი, გულანთებული სპეციალისტების შემოკრებასა და მათი პროფესიული ზრდისათვის საჭირო ყველა პირობის შექმნას გულისხმობს. თელიანის წარმატების საიდუმლო რჩეული მეღვინეების მუხლჩაუხრელ, უკომპრომისო შრომაში იმალება. ჩვენი განვითარების მთავარი ძრავი ღვინის დაუსაბამო სიყვარულია, რაც ჩვენს საქვეყნოდ ცნობილ, ამაღელვებელ ღვინოებში ითარგმნება.

შეთავაზებები

Option — ჯავშნით
ჯავშნით
კახეთი
თელავი,თელავი, თბილისის გზატკეცილი N43