ობიექტის შესახებ
ღიაა 24/71991 წელს ყვარლის რაიონის სოფ.გრემში დაარსდა თემი სამეურვეო პირთათვის. თემის ბირთვი შეადგინეს მოხალისე თანამშრომლებმა, უფროსი ასაკის შშმ ბავშვებმა და ახალგარზრდებმა; სამეურვეოთა უმეტესობა ობლები იყვნენ და მანამდე ცხოვნრობდნენ სახელმწიფო ინსტიტუციაში უნარშეზღუდულთათვის. მომდევნო წლებში თემი მოქმედებდა დაფინანსების ან მომარაგების მდგრადი წყაროს გარეშე. თემის საკუთრებაშია 22 ჰა ნაკვეთი, რომლის უმეტეს ნაწილს იყენებს სოფლის ორგანული მეურნეობისათვის. აქვს 7 ჰა ვენახი(ე.წ. ,,ქინძმარაულის მიკროზონა"). თემის წევრები უვლიან ვენახს და აყენებენ ქვევრის ღვინოს საკუთარ მარანში. თემის ღვინოს და ვენახს 2013 წლიდან დღემდე მინიჭებული აქვს ბიოსერტიფიკატი(კავკასსერტი). ღვინის საერთაშორის კონკურსზე ExpoGeorgia თემის ღვინო არაერთხელ დაჯილდოვდა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.