ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7# Travel To Geo – თქვენი საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში
ტურისტული სააგენტო Travel To Geo დაარსდა 2021 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს საქართველოს ტურისტულ ბაზარზე. წლების განმავლობაში კომპანიამ მოიპოვა არაერთი ჯილდო, მაღალი შეფასებები და ნდობა როგორც ინდივიდუალური ტურისტების, ასევე საერთაშორისო ტურისტული პარტნიორების მხრიდან.
ჩვენი სააგენტო ყოველწლიურად 6000-ზე მეტ ტურისტს ემსახურება და სთავაზობს ხარისხიან, კომფორტულ და დაუვიწყარ სამოგზაურო გამოცდილებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
**#ჩვენთანუკეთესია**
## ტურის სახეობები
ჩვენ ვთავაზობთ მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს:
* საავტორო და ინდივიდუალური ქალაქური ტურები
* ისტორიულ-კულტურული ტურები
* პილიგრიმული და რელიგიური ტურები
* სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურები
* გასტრონომიული და ღვინის ტურები
* MICE ტურიზმი (ბიზნეს შეხვედრები, კონფერენციები, სემინარები და ღონისძიებები)
* სამედიცინო ტურიზმი
* საფეხმავლო, სალაშქრო და სათავგადასავლო ტურები
* ჯიპ ტურები და ოფ-როუდ ექსპედიციები
* ჯგუფური და კორპორატიული ტურები
## სამუშაო არეალი
Travel To Geo ახორციელებს ტურებსა და სამოგზაურო მომსახურებას შემდეგ ქვეყნებში:
* საქართველო
* სომხეთი
* აზერბაიჯანი
* თურქეთი
* ირანი
ამასთანავე, კომპანია აქტიურად მუშაობს საქართველოდან ტურისტების ევროპისა და აზიის სხვადასხვა მიმართულებით გამგზავრებაზე და სპეციალიზირებულია პროფესიონალურად ორგანიზებულ ჯგუფურ ტურებში.
## გიდების სასაუბრო ენები
ჩვენი პროფესიონალი გიდები მომსახურებას უზრუნველყოფენ შემდეგ ენებზე:
* ინგლისური
* რუსული
* გერმანული
* ფრანგული
* პოლონური
* თურქული
## ჩვენი სერვისები
Travel To Geo გთავაზობთ ტურისტული მომსახურების სრულ სპექტრს:
* ტრანსფერები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
* ავტომობილების გაქირავება
* ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების ორგანიზება
* სასტუმროების დაჯავშნა
* ავია და სარკინიგზო ბილეთების დაჯავშნა
* სამოგზაურო დაზღვევა
* კორპორატიული და საქმიანი მოგზაურობების ორგანიზება
* გამყვანი ტურები საქართველოდან
* ინდივიდუალური და ჯგუფური სამოგზაურო პაკეტების შექმნა
Travel To Geo-ს მთავარი მიზანია თითოეულ სტუმარს შესთავაზოს პროფესიონალური მომსახურება, ავთენტური გამოცდილება და მოგზაურობის საუკეთესო შთაბეჭდილებები. ჩვენი გამოცდილი გუნდი მზად არის, თქვენი მოგზაურობა გახადოს კომფორტული, უსაფრთხო და დაუვიწყარი.