ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრომ “ივერია ინნ” მისი თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინის, ხელსაყრელი მდებარეობისა და გამოცდილი თანამშრომლების გამო, უკვე მოიპოვა თბილისში ყველაზე მყუდრო, მომხმარებლის ბიუჯეტზე მორგებული სასტუმროს სახელი.
კომფორტი და სწრაფი მომსახურება გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სასტუმრო მომავალშიც შეინარჩუნებს ამ საპატიო პოზიციას ქალაქში.
სასტუმრო გთავაზობთ 195 კომფორტულ ნომერს. ამ ნათელ და ფართო ოთახებში ერთმანეთთანაა შერწყმული კლასიკური ელემენტები და საერთაშორისო სტანდარტები; ყველა ოთახიდან იშლება მშვენიერი სკვერის, ქალაქის ურბანული ან მთების პანორამული პეიზაჟები. გამორჩეულად თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო უკვე გახდა თბილისის ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი.
“ივერია ინნ” მხოლოდ 7 კმ-ით არის დაშორებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ხოლო ქალაქის ისტორიული ცენტრი და ადგილობრივი ღირშესანიშნაობანი ტრანსპორტით სულ რაღაც 7 წუთის სავალ გზაზეა.