ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში 6000კვ/მ-ზე მაქვს გაშენებული ჟოლოს მცირე მეურნეობა. ვაწარმოებ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს, შხამქიმიკატების გარეშე. ვარ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის ,,ელკანა" წევრი. ჩემს საკუთრებაში არსებულ 1.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ჟოლოს გარდა, მაქვს მაყვლის, მარწყვის და ხილის ნერგები გაშენებული.
ნაკვეთში ვმასპინძლობთ ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს, რომელთაც შეუძლიათ ბიო პროდუქტების დეგუსტაცია, მოსავლის აღება, ნერგების გასხვლაში მონაწილეობა, არსებულ გარემოში დასვენება.
https://www.facebook.com/reel/948855543736419?locale=ka_GE
https://www.facebook.com/watch/?ref=saved&v=1245012479699552
https://www.facebook.com/watch/?ref=saved&v=255773599089693