ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7თბილისიდან 30 წუთში, კიკეთის ფერმის მულტიფუნქციურ სივრცეში, ტყის სიმწვანეში ჩაფლული სასტუმრო იპოდრუმი, საცხენოსნო ველთან და თავლასთან ახლოს, ხევის პირას მდებარეობს. ამ კოტეჯის სტილის სასტუმროს, ექვსი კერძო ნომერი აქვს, თითოეული საკუთარი აივნით. ცენტრალური ფასადიდან საცხენოსნო არენის ხედი იშლება, ხოლო სასტუმროს სხვა მხარეები ხევს გადაჰყურებს. სტუმრები შეძლებენ ისარგებლონ ფერმის მრავალფეროვანი სერვისებით: ცხენით გასეირნება, ღვინის დეგუსტაცია, საგანმანათლებლო მასტერკლასებში, იოგა სესიებსა და საფეხმავლო ტურებში მონაწილეობა, აბანოთი სარგებლობა, Farm to Table კონცეფციით მომზადებული კერძების დაგემოვნება ჩვენს კაფეებსა და რესტორანში.