Skip to content
Logo

კასს ლენდი

სათავგადასავლო აქტივობა

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

კასს ლენდი — წალკის კანიონი წალკის კანიონი მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1 110–1 448 მეტრის სიმაღლეზე. მისი ფართობი 538 ჰექტარს შეადგენს. იგი ევროპის სიდიდით მესამე კანიონად ითვლება და დაცული ტერიტორიების გლობალური „ზურმუხტის ქსელის“ ნაწილია. ამ ადგილის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ბრილიანტის (შუშის) ხიდი — მთელი პროექტის სიმბოლო და სიამაყე. 240 მეტრი სიგრძის ეს შთამბეჭდავი შუშის ხიდი კანიონზე, 240 მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული. იგი ბუნებრივ ლანდშაფტს ჰარმონიულად ერწყმის და სტუმრებს 360-გრადუსიან პანორამულ ხედებს სთავაზობს, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს საქართველოში პირველი ზიპლაინ-ველოსიპედი, რომელიც სტუმრებს განსაკუთრებულ, ადრენალინით სავსე თავგადასავალს სთავაზობს — ველოსიპედით ჰაერში გადაადგილებას, კანიონიდან 240 მეტრის სიმაღლეზე.

შეთავაზებები

Option — ცხოველები დაიშვება
ცხოველები დაიშვება
ქვემო ქართლი
წალკა,სოფელი დაშბაში 5300