ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7კახური მასპინძლობის მთელი დიდებულობის გასაცნობად „ლაგვანი“ იდეალური დანიშნულების ადგილია, სადაც მასპინძელი ოჯახი იზრუნებს, რომ საქართველოს აღმოსავლეთის გული გაიცნო და შეიყვარო.
კახეთის მოსანახულებლად მიზეზს რა დალევს, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად “ლაგვანში სტუმრობა აუცილებლად უნდა მოინიშნო. ლაგვანის ისტორია 2018 წელს იწყება, როდესაც სანათას ოჯახმა ქვევრის ღვინის წარმოება დაიწყო და მათი სახლის კარიც სტუმრებისთვის ფართოდ გაიღო. მათი მიზანია სტუმარმა საქართველოდან არა მხოლოდ გემრიელი მოგონებები წაიღოს, არამედ ემოციებით სავსე გული და უნიკალური კულტურული გამოცდილება.