ობიექტის შესახებ
ღიაა 24/72025 წლის 25 აპრილიდან, საგარეჯოს რაიონში, სოფელ მანავში (თბილისიდან 40 წუთის სავალზე) იხსნება „მანავის მწვანე ტბები“-ს დასასვენებელი და გასართობი სივრცე, სადაც ჯამურად 28 ჰექტარ ტერიტორიაზე განლაგებულია 5 სხვადასხვა ზომის ტბა, მანავის მიკროზონის ვენახი, სხვადასხვა ხეხილის ბაღი, პავლოვნიის ტყე, საპიკნიკე და ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა აქტივობებისათვის განკუთვნილი სივრცეები.
მანავის მწვანე ტბების ტერიტორიაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ შემდეგ აქტივობებში
1) თევზაობა (ტბებში გაშვებულია ჯამში 13 ჯიშის თევზი, მათ შორის ალაზნის და მინგეჩაურის ლოქოები)
2) კაიაკებით შეჯიბრი
3) მშვილდის სროლა
4) შუბის სროლა
5) ალებარდის სროლა
6) დანების სროლა
7) სპორტული თოფით სროლა
8) დართსი
9) ბადმინტონი
10) ცხენებით სეირნობა
11) საქანელები
გასართობი აქტივობების გარდა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ კახური სუფრის ჩვენი საფირმო კერძები (მენიუს მორგება შესაძლებელია მუსლიმანური ქვეყნების სტუმრებზეც), ჩვენივე ვენახების რამდენიმე სახეობის ღვინო და ლიმონის არაყი. ტერიტორიაზე ასევე გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ხეხილის ბაღი, სადაც დამსვენებლებს სეზონების მიხედვით შეეძლებათ ბაღებიდან დააგემოვნონ ნატურალური ხილის ნაყოფი.
„მანავის მწვანე ტბები“-ს ტერიტორია გათვლილია როგორც გარე და შიდა, ასევე კორპორატიულ, საოჯახო და სასკოლო-საექსკურსიო ტურებზე.
დაინტერესების შემთხვევაში ფინანსური დეტალების და უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად .
ჩვენი საკონტაქტო ნომრებია
577552200 თემურ ბოჭორიშვილი
577640034 ირაკლი რამიშვილი