ობიექტის შესახებ
ტურისტული კომპანია MATARE.GE წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სრულყოფილ, მაღალი ხარისხის სამოგზაურო მომსახურებას სთავაზობს. გუნდი, რომელიც მაღალკვალიფიციური პროფესიონალისგან შედგება, ყოველდღიურად ზრუნავს, რომ მოგზაურობის დაგეგმვის პროცესი იყოს მარტივი, უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტული.
აღსანიშნავია, რომ MATARE.GE არის ინდუსტრიის პრესტიჟული ჯილდოს, "Welcome to Georgia! National Tourism Awards 2024"-ის გამარჯვებული. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საიმედოობასა და მომსახურების უმაღლეს სტანდარტს.
კომპანია ასობით წამყვან ავიაკომპანიასთან თანამშრომლობ და მომხმარებელს სრულ ტურისტულ სერვისს ერთ სივრცეში სთავაზობს, მათ შორის:
ავიაბილეთები: სასურველი მიმართულებების მოძიება და შეძენა ყველაზე ხელსაყრელ ფასად, ფარული საკომისიოების გარეშე.
სრულყოფილი დაგეგმვა: სასტუმროების ჯავშნები, სამოგზაურო დაზღვევა, ტრანსფერები და სამოგზაურო e-SIM მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ალტერნატიული მოგზაურობა: ავტობუსის ბილეთები და ექსკლუზიური კრუიზები.
მოქნილი პირობები: ბილეთების შეძენა განვადებით და 48-საათიანი უფასო დაჯავშნის სერვისი.
MATARE.GE-ს 24/7 მხარდაჭერის გუნდი მუდმივად მზად არის, გაგიწიოთ პროფესიონალური დახმარება და უპასუხოს თქვენს ნებისმიერ კითხვას მოგზაურობის ყველა ეტაპზე — ბილეთის დაჯავშნიდან დანიშნულების ადგილზე მშვიდობიანად ჩასვლამდე და კომპენსაციის მიღების საკითხებამდეც კი.
ენდეთ გამოცდილებას, დაზოგეთ დრო და ფინანსები — აღმოაჩინეთ სამყარო MATARE.GE-სთან ერთად!