Skip to content
Logo

მდელო

ოჯახური მასპინძლობა

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
თბილისიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მთებითა და ბუნებით გარშემორტყმულ ძალიან მყუდრო ადგილას მდებარე სოფელ პატარა თონეთში, ერთი საოცარი ოჯახი თქვენთვის სიყვარულით გაწყობილ კარმიდამოში გელით. აქ ყველაფერი ოჯახის წევრების ხელით, გულით და შრომით არის შექმნილი -მშვიდი გარემო, ყვავილებით მორთული ეზო, განსხვავებულ მოსასვენებელ სივრცეთა სიმრავლე და ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა, შესვლისთანავე იგრძნობა. „მდელოში“ ოჯახური სამზარეულოს არომატებით გაჯერებული კერძები, მათსავე მიწაზე მოყვანილი მოსავლითა და ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება. სტუმრების რჩეულ კერძად იქცა ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი სოფლის ნოყიერ ყველთან და კარაქთან ერთად. რა თქმა უნდა, დიასახლისის გამომცხვარი ხაჭაპურიც დაუვიწყარია სეზონური ფხალეულისა არ იყოს. „მდელო“ გთავაზობთ, როგორც ტრადიციული რეცეპტით მომზადებულ ქართულ კერძებს, ისე გათანამედროვებულ ინტერპრეტაციებს, თუმცა გემოები ისეთივე ავთენტურია და ეს ყველაფერი მის დავიწყების საშუალებას არ გაძლევს. გელოდება ოჯახი, სადაც ყველაფერი სიყვარულით არის შექმნილი.

შეთავაზებები

Option — ცხოველები დაიშვება
ცხოველები დაიშვება
Option — ჯავშნით
ჯავშნით

სამზარეულო

ქართული
ქვემო ქართლი
პატარა თონეთი,პატარა თონეთი