ობიექტის შესახებ
ღვინის კომპანია „ბარაკონი“ დაარსდა 2015 წელს და მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობისა და მეღვინეობის რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში. კომპანიის სახელი „ბარაკონი“ რაჭის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ძეგლის, ბარაკონიის ეკლესიის გამო დაერქვა. სახელი სიძველესთან და კულტურულ სიძლიერესთან ასოცირდება, რისი შენარჩუნება და მრავალმხრივ განვითარება (შერწყმა თანამედროვეობასთან) კომპანიის მთავარი მისიაა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეღვინე-ტექნოლოგი კახაბერ გორდეზიანია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მეღვინეობის სფეროში.
მეღვინეობა „ ბარაკონი“ ღვინის ტურიზმზეა ორიენტირებული, რაც თავის მხრივ მოიცავს ერთგვარ გაცნობას და მათ შემეცნებას, იმის თაობაზე თუ რას აკეთებს მოცემული ბიზნესი, რა ისტორია აქვს მას და ასევე წარმოაჩენს იმ სერვისებს რისი შეთავაზებაც შეუძლია სტუმრებისთვის სასიამოვნო დროის გასატარებლად. კომპანიას ვენახი გაშენებული აქვს 3 ჰა ფართობზე და ძირითადად მოჰყავს: ალექსანდრეულის, მუჯურეთლისა და რაჭული (წულუკიძის) თეთრას ჯიშის ყურძენი. აღსანიშნავია, რომ მოცემული ტერიტორია გამორჩეულია მზის ინტენსივობით, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ უმაღლესი ხარისხის ყურძენი, შესაბამისი შაქრიანობით. მეღვინეობა „ბარაკონი“ აწარმოებს რაჭა-ლეჩხუმის ღვინოებს: „ხვანჭკარა“, „ალექსანდრეული“, „წულუკიძის თეთრა“, „უსახელაური“, „ტვიში“ და „ბარაკონი“.
საწარმოს აქვს საკუთარი ყურძნის გადამამუშავებელი ხაზი და თანამედროვედ აღჭურვილი ღვინის საცავი. კომპანიაში ღვინის დაყენება ხდება, როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული მეთოდებით-ქვევრში. ობიექტის მდებარეობა, თავისი ხედებით და ბუნებით, ხელს უწყობს ტურისტების დაინტერესებას. ასევე სტუმრები ეცნობიან რაჭა-ლეჩხუმისა და ზოგადად ღვინის ისტორიას, ეს ყველაფერი ქმნის სასიამოვნო და საინტერესო გარემოს. „ბარაკონის“ მიზანი და არსია რაჭა -ლეჩხუმის თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების შერწყმა და განვითარება.