ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ChkhaValley Winery არის აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში მდებარე საოჯახო მეღვინეობა, რომელიც 2023 წლიდან ავითარებს ადგილობრივი ღვინის კულტურასა და სტუმარმასპინძლობის გამოცდილებას.
მეღვინეობა სტუმრებს სთავაზობს ვენახისა და მეღვინეობის გაცნობას, ქართული ღვინოების დეგუსტაციას და აჭარის ღვინის ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მიღებას. განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩხავერსა და სხვა ქართულ ვაზის ჯიშებს.
ChkhaValley-ის მიზანია აჭარის, როგორც ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის გამორჩეული რეგიონის, პოპულარიზაცია და ადგილობრივი ღვინის კულტურის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.