ობიექტის შესახებ
შპს „I’m Georgia“ – შემომყვანი DMC კომპანია, რომელიც სრულ ტურისტულ მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია სტუმრებისთვის შეუცვლელი გამოცდილების შექმნა და მათი სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინება.
ჩვენი სერვისები მოიცავს:
ინდივიდუალური და ჯგუფური ტურები;
ტრანსფერები და კომფორტული ტრანსპორტი;
განთავსება სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროებში;
კვების ორგანიზება;
მრავალფეროვანი ექსკურსიები ქვეყნის კულტურულ, ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებზე;
საბავშვო ექსკურსიები და საგანმანათლებლო ტურნეები;
სპეციალიზებული ტურები (მაგალითად, სომელიეებისა და ღვინის მოყვარულთათვის);
მოთხოვნიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ტურისტული სერვისი.
„I’m Georgia“ არის თქვენი სანდო პარტნიორი საქართველოში, რომელიც ზრუნავს თითოეულ დეტალზე, რათა ვიზიტორებმა ჩვენი ქვეყნის სილამაზე და სტუმართმოყვარეობა საუკეთესო გამოცდილებით იგრძნონ.