ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ONS travels DMC , კომპანია სპეციალიზებულია B2B სექტორში და წარმოადგენს საიმედო ხიდს ინდოელ ტუროპერატორებსა და კავკასიისა თუ ცენტრალური აზიის ტურისტულ მიმართულებებს შორის.
საკუთარი წარმომადგენლობითი ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში, ადგილზე უზრუნველვყოფთ სრულყოფილ, მაღალკვალიფიციურ და ექსკლუზიურ ტურისტულ მომსახურებას. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ინდოეთიდან ტურისტული ნაკადების მიღება და მართვა (Inbound Tourism) — როგორც ინდივიდუალური (FIT), ისე ჯგუფური, MICE და ექსკლუზიური VIP ტურების ორგანიზება.
ჩვენი უპირატესობები:
ინდოეთის ბაზრის სიღრმისეული ცოდნა: სათაო ოფისი დელიში საშუალებას გვძლევს ზუსტად განვსაზღვროთ და დავაკმაყოფილოთ ინდოელი მოგზაურების სპეციფიკური მოთხოვნები.
ძლიერი ადგილობრივი წარმომადგენლობა: საკუთარი ოფისები ოთხივე ქვეყანაში იძლევა ოპერატიული მართვისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის გარანტიას.
B2B პარტნიორობა: გამჭვირვალე, მოქნილი და კონკურენტუნარიანი პირობები ტუროპერატორებისა და სააგენტოებისთვის.