Skip to content
Logo

პალატი

რესტორანი, კაფე, ბარი, საოჯახო რესტორანი

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

სიტყვა ‘პალატი’ ტრადიციულ იმერულ/ლეჩხუმურ ოდას აღნიშნავს -სახლს, რომლის პირველი სართული კირქვისგან არის აშენებული. იგი სითბოს, ოჯახურ ერთობას და მუდმივად ანთებულ კერის ცეცხლს აღნიშნავს. ტრადიციულად, ეს სახლის გულია- ადგილი, სადაც ოჯახი იკრიბება, დროის უმეტეს ნაწილს ატარებს და სტუმრებს იღებს. პალატი ასოცირდება კომფორტთან, გემრიელ საჭმელთან და მყუდრო, მიმზიდველ ატმოსფეროსთან. 2013 წლიდან, ძველი ქუთაისის ერთ-ერთ ულამაზეს უბანში, თეთრი ხიდის მახლობლად მდებარე პალატი გამოირჩევა თავისი მომხიბვლელი ვინტაჟური ხასიათით. ინტერიერი არტისტულია, ვინტაჟური დეკორით, ეკლექტიკური ავეჯით და ინტიმური ატმოსფეროთი ,იდეალური როგორც ყოველდღიური სადილისთვის, ისე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. პალატი საერთაშორისოდ აღიარებულია Gault & Millau-ს პრესტიჟული კულინარიული გზამკვლევის მიერ. თავისი არსით, პალატი უბრალოდ რესტორანზე მეტია, ეს არის ადგილი, სადაც სტუმრები თავს სახლში იგრძნობენ

შეთავაზებები

Option — კულტურული პროგრამა
კულტურული პროგრამა
Option — Pet friendly
Pet friendly

სამზარეულო

ქართული
ევროპული
იმერეთი
ქუთაისი,2, პუშკინის ქუჩა