ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ჭავჭავაძეების სასახლეში იკრიბებოდნენ მე-19 საუკუნის საუკეთესო მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები. თავადი
გულუხვად მასპინძლობდა კულტურულ ღონისძიებებს, გამოფენებსა და ლიტერატურულ საღამოებს. ჭავჭავაძეების სალონის
სტუმრები იყვნენ ალექსანდრე დიუმა, მარი-ფელისიტე ბროსე, ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი, გრიგოლ
ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, გიორგი ერისთავი, ალექსანდრე გრიბოედოვი, ნიკოლოზ ბარათაშვილი... სტუმრები
წინანდლის მამულს "პოეტებისა და მწერლების ლიტერატურულ გულს" უწოდებდნენ. აქ ჩაეყარა საფუძველი ქართული თეატრის
დაარსების იდეასაც.
ჭავჭავაძეების მამულის ეს არაჩვეულებრივი ტრადიცია წარმატებით გრძელდება „წინანდლის ფესტივალის“ სახით, რომელმაც უკვე
ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიოს მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების რუკაზე.
ალექსანდრე ჭავჭავაძე იმ დროის საქართველოს ევროპასთან დაახლოების და დასავლური ფასეულობების გაზიარების ერთ-ერთი
აქტიური მხარდამჭერი იყო. ალექსანდრე იყო პირველი ქართველი, რომელმაც საქართველოში ევროპული კულტურის და
ყოველდღიური ცხოვრების სახასიათო ატრიბუტები შემოიტანა: როიალი, ბილიარდი, ეტლი, ძვირფასი ჭაღები და სხვა.