Skip to content
Logo

რესტორანი დარბაზი

რესტორანი, კაფე, ბარი, საოჯახო რესტორანი

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

თუ გნებავთ, შეიგრძნოთ ადგილობრივი ავთენტური კერძების და მაღალი კლასის კულინარიის გასტრონომიული ჰარმონია, ეწვიეთ რესტორან „დარბაზს“ დიდებული პანორამული ხედით, ვრცელი სასადილო ჰოლითა და მყუდრო საზაფხულო ტერასით. აქ იქმნება კულინარული სასწაულები, რომელთა გემო და არომატი არასოდეს დაგავიწყდებათ! დარბაზი ტრადიციულად საკრებულო ოთახი იყო, სადაც სუფრასთან, ჭიქა ღვინოზე საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობდნენ. როგორც ჩანს, ჩემს დიდ ბაბუას უყვარდა საუბრები აქტუალურ თემებზე, რაკი თითქმის საუკუნის წინ, ზუსტად ამ ადგილას დადგა ნაგებობა, რომელსაც დარბაზი დაარქვა. ჩვენს რესტორანს კი, სახელწოდება „დარბაზი“ ამ ისტორიის ხსოვნის, მისი მნიშვნელობის აღიარების და მემკვიდრეობის საპატივცემულოდ ეწოდა. ტრადიციული და ინოვაციური რეცეპტების შერწყმის შედეგად, „დარბაზი“ ადგილობრივი ინგრედიენტებით ქმნის უგემრიელეს, უნიკალურ კერძებს. რესტორნის მენიუ მთლიანად ჩვენი მაღალკვალიფიციური მზარეულების უბადლო ოსტატობის შედეგია. „დარბაზის“ცოცხალი, მეგობრული და, ამავე დროს, ამაღლებული ატმოსფერო შესანიშნავ გარემოს ქმნის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გემრიელი სადილისთვის, სადღესასწაულო სუფრებისა თუ საგანგებო ღონისძიებებისთვის, ასევე, მეგობრებთან ერთად სასმელების დასაგემოვნებლად და დასასვენებლად.

სამზარეულო

ქართული
ევროპული
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მესტია,ავთანდილ ხერგიანის 13