ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ROOMS Hotels აჭარა ჯგუფის სტუმარმასპინძლობის ბრენდია, რომელსაც 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი. ბრენდის პირველი სასტუმრო სწორედ ყაზბეგში გაიხსნა - საქართველოს მთიან რეგიონში ყოფილი სანატორიუმი გარდაიქმნა ინოვაციურ სასტუმროდ, რომელმაც მალევე მოიპოვა საერთაშორისო წარმატება უნიკალური მდებარეობის, არქიტექტურისა და დიზაინის გამო. ROOMS ყაზბეგმა დიდი როლი ითამაშა რეგიონის განვითარებაში, შეიქმნა დასაქმების შესაძლებლობები, მკვეთრად გაიზარდა ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრების რიცხვი, განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა და ყაზბეგი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულების ადგილად იქცა.