ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7მოგესალმებათ სასტუმრო "სამი პინგვინი".
გვინდა გაცნობოთ, რომ სასტუმრო ”სამი პინგვინი” მდებარეობს ბაკურიანში (საქართველო), ქალაქის ცენტრიდან 0,5 მ დაშორებით, იდეალური ადგილია სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის, სათხილამურო ტრასა სასტუმროდან 50 მეტრის მოშირებით მდებარეობს.
სასტუმროს აქვს 2, 3, 5 და 7 ადგილიანი კომფორტული ნომრები, რომელიც აღჭურვილია ტურისტებისთვის ყველა საჭირო საშუალებით. „სამ პინგვინში“ თითოეულ ოთახში არის მინიმალისტური და ნათელი ინტერიერი, აივანი, ცენტრალური გათბობა ყველა ოთახში, ნომერში ასევე დაგხვდებათ ტელევიზორი, ჩაიდანი, ჭიქები, კონდიციონერი, ფენი და სხვა ნოვთები თქვენი კომფორტისთვის.
რესტორანი "სამი პინგვინი" ხის და ქვის დეკორაციებით ემსახურება სტუმრებს ქართული და ევროპული კერძებით. ადგილობრივი ღვინო და სხვადასხვა სასმელები შეგიძლიათ მიირთვათ შიდა და გარე ბარში.
სასტუმროს ადმინისტრაცია სტუმრების ნებისმიერ შეკითხვაზე გასცემს პასუხს.
ბანკი, ავტოსადგური და სუპერმარკეტი სასტუმროდან 500 მეტრში მდებარეობს.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბალნეოლოგიური კურორტი ბორჯომი 25 კილომეტრითაა დაშორებული.
სასტუმროს აქვს უსაფრთხო ავტოსადგომი, რომელიც ჩვენი სტუმრებისთვის უფასოა.