ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო ბრიქსი გამორჩეულია თავისი ლოკაციით. სასტუმრო მდებარეობს ისტორიულ უბანში ევროპის მოედანთან საბაგიროს გვერდით.
ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ დიდ და ნათელ ოთახებს,პანორამული ხედებით ძველ თბილისზე. 24 საათიან მიმღებს, უფასო ინტერნეტს, უფასო პარკინგს, გვაქვს ავტობუსის პარკირების საშუალება. ჩვენთან ყოველ დილით მზადდება გემრიელი საუზმე ცივი და ცხელი კერძებით.
ჯგუფური ჯავშნების შემთხვევაში მოთხოვნებიდან გამომდინარე ვამზადებთ ბუფეტის სტილის ვახშამს.
სასტუმროს ოთახები აღჭურვილია ორთოპედული მატრასებით და ბალიშებით , ხალათებით , პირსახოცებით, სეიფით, პატარა მაცივრით და აბაზანის ჰიგიენური საშუალებებით.
სასტუმროს სახურავზე განთავსებულია საერთო სარგებლობის ტერასა , სადაც დღე ღამის განმავლობაში შეგიძლიათ დატკბეთ პანორამული ხედებით მთლიან ქალაქზე ჭიქა ღვინის თანხლებით, ან მიირთვათ ფინჯანი ჩაი.
სასტუმროში გვაქვს ბარგის შესანახი ადგილი, საკონფერენციო დარბაზი 50 ადამიანზე.
დაიწყეთ თქვენი თავგადასავალი სასტუმრო Bricks-თან ერთად და გამოსცადეთ ხელმისაწვდომობისა და უმაღლესი სერვისების ნაზავი, რომელიც ხელახლა განსაზღვრავს რას ნიშნავს მოგზაურობით ტკბობა თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში.