Skip to content
Logo

სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი „კასტელო მარე“

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი Castello Mare მდებარეობს ციხისძირში, საკურორტო ზონაში, სადაც ზღვა, ცა და ბუნება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის დასვენებისთვის იდეალურ გარემოს. სასტუმრო მოიცავს სამ განსხვავებულ კორპუსს: „ვიქტორია“, „დიანა“ და „ალბა“. Castello Mare სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ და თანამედროვე ნომრებს, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით. ყველა ნომრიდან იშლება ზღვის ულამაზესი პანორამული ხედები, რაც დასვენებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. სხვადასხვა კატეგორიის ნომრები მორგებულია როგორც წყვილებზე, ასევე ოჯახებსა და ჯგუფებზე. OTIUM SPA წარმოადგენს უნიკალურ რეკრეაციულ კომპლექსს მრავალფეროვანი ცხელი ზონებით, შიდა და გარე აუზებით, რომლებიც ზღვის წყლით მარაგდება. სტუმრებს სთავაზობს მასაჟსა და ჰიდროთერაპიას, კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, სხეულისა და სახის მოვლას, ფიზიოთერაპიას და სხვა მრავალ სერვისს. Castello Mare-ის რესტორნებსა და ბარებში შეძლებთ დააგემოვნოთ ქართულ-ევროპული და საფირმო უგემრიელესი კერძები, ასევე გამორჩეული კოქტეილები. Castello Mare იდეალურ გარემოს ქმნის კონფერენციების, ბიზნესშეხვედრების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად. სასტუმრო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით უზრუნველყოფილი საკონფერენციო დარბაზებით და პროფესიონალური მომსახურებით, რაც უზრუნველყოფს ღონისძიებების წარმატებით ჩატარებას.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
103
ადგილების რაოდენობა
250
Option — საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი
Option — ბარი
ბარი
Option — საუნა
საუნა
Option — საცურაო აუზი
საცურაო აუზი
Option — ფიტნეს ცენტრი
ფიტნეს ცენტრი
Option — რესტორანი
რესტორანი
Option — Pet friendly
Pet friendly
აჭარა
ქობულეთი,აჭარა, ციხისძირი, 6200