ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო-რესტორანი „იბერია პალასი“ პირველი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა ზუგდიდში, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან და მდებარეობს ზუგდიდის შუა გულში. სასტუმრო აღჭურვილია 12 სხვადასხვა ტიპის ნომრებით, იბერია პალასი წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს ბიზნესმენებისა და ინდივიდუალური მოგზაურებისათვის.
სასტუმროს მე-4 სართულზე განთავსებულია კლასიკური დიზაინისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი რესტორანი, სადაც ყოველ საღამოს შეძლებთ დატკბეთ ცოცხალი მუსიკით, მოგვიანბით კი ცნობილ ჰიტებზე აგაცეკვებთ ჩვენი დი ჯეი.
სასტუმროს ბოლო სართულზე კი გელით უნიკალური სამსართულიანი მოძრავი რესტორანი „პანორამა“ სადაც თქვენ შეძლებთ კომფორტულად განთავსდეთ, მიირთვათ უგემრიელესი კერძები და სასმელები, ამავდროულად დატკბეთ პანორამული ქალაქის და მთების ხედებით.
სასტუმრო-რესტორანი იბერია პალასი გთავაზობთ უმაღლესი დონის მომსახურეობას, თბილ, კომფორტულ გარემოს, უგემრიელეს სამზარეულოს- ყველაფერი იმისთვის რომ ჩვენთან გატარებული დრო იყოს სასიამოვნო და დაუვიწყარი.