ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო მოიცავს 61 ნომერს, ქართულ რესტორან მაკრინეს, კახურ კუთხეს და ბარებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზს, სპას და გამაჯანსაღებელ სივრცეს, 3შეხვედრების ოთახს (200-ზე მეტი ადამიანის ტევადობით). ასევე გვაქვს საბავშვო სივრცე, ღვინისა და სუვენირების მაღაზია. სტუმრებს ვთავაზობთ გასტრონომიულ მასტერკლასებს, ღვინის დეგუსტაციებს, თიხაზე მუშაობის გამოცდილებას და ამავე შენობაში გვაქვს ღვინის საწარმო, სადაც სტუმარს ადგილზევე შეეძლება ნახოს ჩვენი ღვინის ტექნოლოგია. გვემატება საბავშვო და სპორტული მოედნები და საკმაოდ მრავალფეროვან მომსახურებას ვთავაზობთ მათ, ვისაც სურს განტვირთვა, დასვენება და ინსპირაციის მიღება.