ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო “სითიზენ ავლაბარი” გაიხსნა 2024 წლის აპრილში და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ამ პერიოდში სასტუმრო 80-90%-იანი დატვირთულობით მუშაობს. სასტუმროში განთავსებულია 21 ნომერი, მათ შორის არის დაბლი, თვინი, ტრიპლი და ლუქსი, თითოეული ნომერი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სტუმრებს ყოველდღიურად ემსახურება მრავალფეროვანი საუზმის მენიუ, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის კერძებს. 2025 წლისთვის იგეგმება რესტორნისა და საკონფერენციო დარბაზის გახსნა, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს სასტუმროს მომსახურების შესაძლებლობებს და მოიზიდავს როგორც ტურისტებს, ასევე საქმიანი შეხვედრების ორგანიზატორებს.