ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო ფალიანი წარმოადგენს ბუტიკური ტიპის ობიექტს, რომელიც შექმნილია ადგილობრივ ბუნებრივ და კულტურულ გარემოსთან შესაბამისობაში მესტიაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიახლოვეს.
ეს განსაკუთრებული სასტუმრო არაა აფილირებული საერთაშორისო ბრენდებთან, დამოუკიდებელია და ამაყობს თავისი ადგილმდებარეობით. სასტუმრო ფალიანი ყველა კრიტერიუმით (ზომა, ინდივიდუალობა, დიზაინი, ხასიათი, ატმოსფერო, ჯანსაღ კვებაზე აქცენტი, ინდივიდუალურად მორგებული სერვისი) წარმოადგენს მაღალი კლასის ბუტიკის ტიპის სასტუმროს. როგორც ისტორიული ადგილმდებარეობის საკურორტო სასტუმრო გამორჩეული ხედებით, ფალიანი უზრუნველყოფს სტუმრებს სასიამოვნო დასვენებით მთელი წლის განმავლობაში. სასტუმროს აქვს ერთადგილიანი, ორადგილიანი და საოჯახო ნომრები. თითოეულ ნომერს აქვს აივანი უნიკალური ხედებით კოშკებზე (მხოლოდ ფალიანიდან ჩანს მესტიის ყველა კოშკი), თოვლიან მთებზე, მდინარეზე და ტყეზე. ინტერიერის თითოეული ელემენტი, დეკორი და აქსესუარი, ფერები და ფორმები შერჩეულია იმგვარად, რომ რელაქსაციის გარდა, ესთეტიკური სიამოვნება მიანიჭოს დამსვენებელს, რაც მათ ხასიათზეც აისახება. ობიექტი ასევე აღჭურვილია სხვადასხვა ღონისძიებების გასამართადაც (წვეულებები, ქორწილები, კორპორატიული ღონისძიებები და ა. შ.)