Skip to content
Logo

სასტუმრო ჯერითეიჯი

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ელეგანტური ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ გულში. ჩვენი სასტუმრო მდებარეობს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ შენობაში, რომელიც თარიღდება 1897 წლით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და მისი დაცვის ქვეშ იმყოფება ბუხარი რომელიც განთავსებულია ერთ-ერთ ოთახში. ⠀ შენობის ექსტერიერი ასახავს რენესანსის მოტივებს, მორთული ბაროკოს ელემენტებით, ხოლო შიდა ფასადი ასახავს ტრადიციულ ქართულ შუშაბანდის სტილს. ვამაყობთ ჩვენი ისტორიით და მოხარული ვართ, რომ საფუძვლიანად გაგაცნოთ იგი, ⠀ ჩუღურეთის რაიონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მე-19 საუკუნის გერმანული ტიფლისი და სადაც მდებარეობს ჩვენი სასტუმრო, აერთიანებს ელეგანტურ არტ ნუვოს ფასადებს, ქალაქის არქიტექტურულ საგანძურსა და ავთენტურ თბილისურ ეზოებს. ეს ყველაფერი ფეხით სავალ მანძილზეა თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან, მათ შორის ძველი ქალაქი, მშვიდობის ხიდი, შოთა რუსთაველის თეატრი, გმირთა მოედანი და მრავალი სხვა. ⠀ ჩვენს სტუმრებს საშუალება აქვთ დატკბნენ, მაღალ ჭერიანი ძველი და ახალი სტილის განსაკუთრებული შერწყმითა და დიზაინით გაწყობილი ოთახებით, რომლებიც აკმაყოფილებს ყველა სტუმრის სურვილს. კონდიციონერი, აბაზანა და თავის მოვლის ყველანაირი საშუალებები, მინიბარი, მადუღარა, სეიფი, ტელევიზორი და სხვა. მაგრამ ის, რაც ნამდვილად გამოირჩევა არის უნიკალური და ელეგანტური ინტერიერი, რომელიც შექმნილია ცნობილი დიზაინერის მიერ ექსკლუზიურად ჩვენი სასტუმროსთვის. ⠀ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ 24-საათიანი მიმღების მომსახურებით, აეროპორტის ტრანსფერით, საკვებისა და სასმელების მიწოდებით და უფასო Wi-Fi-ით მთელს სასტუმროში. დილა რათქმაუნდა იწყება საუზმით ჩვენს რესტორანში, საიდაც სტეუმრებს მთაწმინდის ხედით ტკბობა შეუძლიათ. დამღლელი დღის შემდეგ განსატვირთად, სტმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სპა ზონით ან და ფიტნეს ცენტრით ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველგან თანმდევია. ჩვენს სასტუმროში არსებული, მყუდრო ეზო, ბიზნეს ზონა, საერთო ლაუნჯი სტუმრებს დამატებით კომფორტს უქმნის. ⠀ ჩვენი სასტუმრო შესანიშნავი არჩევანია თბილისში კომფორტული დასვენებისთვის, ქალაქის მდიდარი ისტორიისა და მთავარი ღირშესანიშნაობების შესასწავლად. თბილისის ერთ-ერთი მთავარი საფეხმავლო მარშრუტი სწორედ ჩვენი კარიდან იწყება. ჩვენ მოუთმენლად გელით თქვენ!

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
33
ადგილების რაოდენობა
60
Option — საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი
Option — ბარი
ბარი
Option — საუნა
საუნა
Option — ფიტნეს ცენტრი
ფიტნეს ცენტრი
Option — რესტორანი
რესტორანი
Option — კაფე
კაფე
თბილისი
სანკტ-პეტერბურგის ქ. 6