Skip to content
Logo

სასტუმრო "ჰილსი"

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
სასტუმრო „ჰილსი“ მდებარეობს ბაკურიანში დიდველის #28. სასტუმრო „ჰილსი“ არის 27 ნომრიანი 5 სართულიანი შენობა. სასტუმროს აქვს ორადგილიანი. სამადგილიანი და ოთხადგილიანი ნომრები, ყველა ნომერს ააქვს აივნები ხედებით. სასტუმროს შეუძლია 90 სტუმრის განთავსება. სასტუმროს აქვს 70-80 კაციანი საკონფერენციო დარბაზი პროექტორით, ეკრანით და ლეპტოპით და დინამიკით აღჭურვილი, კვების 1 დარბაზი. სასტუმროში განთავსებული სტუმრები უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი მრავალფეროვანი კვებით. საკვები მომზადებული იქნება ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისაგან. სასტუმროში არის 24 საათიანი ინტერნეტის და ტელევიზიის მომსახურება, მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი, სასტუმროში დაცულია სახანძრო უსაფრთხოების წესები და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. ოთახებში დაცულია სანიტარული ნორმები. არის თეთრეული, ჰიგიენური საშუალებები, 24 საათიანი ცხელი და ცივი წყალი, გათბობა, ხელსაბანი, გამწოვი, ცენტრალური გათბობა, გაგრილება-გათბობის-ვინტილაციის სისტება, გენერატორი და სხვ. კვების ბლოკში დაცულია ყველანაირი სანიტარული ნორმები ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (ჭურჭელი, ტექნიკა, ჰიგიენა და სხვ.) სასტუმროს აქვს ლიფტი, დიდი ჰოლი, სადაც შესაძლებელია კინო ჩვენების და კარაოკეს მოწყობა, ასევე აქვს ბარი, კეთილმოწყობილი ეზო და დიდი საპარკინგე ტერიტორია.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
27
ადგილების რაოდენობა
90
Option — საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი
Option — ბარი
ბარი
Option — კაფე
კაფე
Option — რესტორანი
რესტორანი
სამცხე-ჯავახეთი
ბაკურიანი,დიდველის 28