ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო ვილა პალასი მდებარეობს დაბა ბაკურიანში, ე.წ. "25-იანების" მიმდებარედ, კობა წაქაძის ქუჩაზე.
სასტუმრო მოიცავს 55 ნომერს და გათვლილია 130 სტუმარზე. ინფრასტრუქტურაში შედის რესტორანი, ბარი, დახურული საცურაო აუზი, საუნა, სავარჯიშო სივრცე და ღონისძიებების დარბაზი. სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია Wi-Fi და ავტოსადგომი.
ვილა პალასი შესაფერისია როგორც ოჯახური და ინდივიდუალური დასვენებისთვის, ასევე ტურისტული ჯგუფებისა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების მასპინძლობისთვის.