Skip to content
Logo

ტყუპების საღვინე სახლი

ღვინის მარანი, ღვინის მაღაზია

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ჩვენი ისტორიის მოსაყოლად 2 საუკუნით უკან გადავმისამართდებით. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ XIX საუკუნის 70-იან წლებში სოფელ ნაფარეულში 9 ძმა გამტკიცულაშვილი ცხოვრობდა. ისინი ქვევრის ღვინოს ამზადებდნენ და მიწას ამუშავებდნენ. ღვინის დაყენების ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცა. საქმე ჯერ ერთ-ერთი ძმის, გიორგის ვაჟებმა ფირუზამ და იოსებმა გადაიბარეს, შემდეგ ფირუზას ვაჟმა ვალიკომ, ვალიკოს მემკვიდრეობა კი ტყუპმა ძმებმა გელა და გია გამტკიცულაშვილებმა გადაიბარეს და „ტყუპების საღვინე სახლსაც” ასე ჩაეყარა საფუძველი. გია და გელა გამტკიცულაშვილებს სამეცნიერო დონეზე აქვთ შესწავლილი ქვევრისა და ქვევრის ღვინის წარმოება. სწორედ ამიტომ, ბრენდის სახელზე არაერთი ჯილდო და აღიარება ირიცხება. კომპანიის მთავარი ნიშა ქვევრში, ტრადიციული წესით დაყენებული ღვინოა. დღესდღეობით ტყუპების საღვინე სახლი წელიწადში დაახლოებით 250 000 ლიტრ ღვინოს აწარმოებს და მომხმარებელს რჩეული ჯიშებით დამზადებულ სხვადასხვა სახეობის ღვინოს სთავაზობს. ჩვენი ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ

შეთავაზებები

Option — განთავსების ობიექტი
განთავსების ობიექტი
Option — საწნახელი
საწნახელი
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
კახეთი
ნაფარეული,სოფელი ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი