ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7📍 ქ.ლაგოდეხში ბეზარაშვილების საოჯახო მეღვინეობა გასული საუკუნიდან იღებს სათავეს. მარანი განთავსებულია ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ათწლეულების განმავლობაში ტრადიციული კახური ტექნოლოგიით მზადდება ღვინო.
🙏🏻 2019 წელს გადავწყვიტეთ ღვინის მარნის რეგისტრაცია, რათა მოგვეხდინა ბოთლის ღვინის რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე.
🏡 გამომდინარე იქიდან, რომ სახლს, რომელშიც განთავსებულია მარანი, აქვს დიდი ვერანდა, რომელიც ღვინის დასაგემოვნებლად ოჯახის წევრებისა თუ სტუმრებისათვის წარმოადგენს საყვარელ ადგილს, აგრეთვე ვინაიდან ლაგოდეხის ნაკრძალი თავისი მწვერვალებითა და ხეობებით ასოცირდება სივრცესთან და საოცარ ხედებთან, გადავწყვიტეთ მარნისთვის შეგვერჩია სახელი „ღვინის ვერანდა“.
🍇 ჩვენს მარანში შეგიძლიათ გაეცნოთ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, საუკუნოვანი ქვევრებიდან დააგემოვნოთ სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან მიღებული ნატურალური ქვევრის ღვინო და მიირთვათ ოჯახური სადილი ტრადიციული ქართული კერძებით.
🚀 ჩვენი ოჯახური მეღვინეობის მიზანია ქართული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო ბაზარზე.